LogoTWords BETA

სამომხმარებლო შეთანხმება

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს „ეი-ბი-ზი“-ს (შემდეგში „ადმინისტრაცია“) შემოთავაზებას დაიდოს ხელშეკრულება ქვემოთ მოყვანილი შეთანხმების პირობების საფუძველზე.

1. სამომხმარებლო შეთანხმების ზოგადი დებულებები:

1.1. წინამდებარე დოკუმენტში მხარეებს შორის ურთიერთობებში გამოიყენება შემდეგი ტერმინები:

a) ადმინიცტრაციის საიტი - ინტერნეტ საიტების ერთობლიბა, რომლებიც განთავსებულია twords.me დომენის, ან მისი ქვედომენების ქვეშ.

b) პლატფორმა - პროგრამული და აპარატული საშუალებების სისტემა, რომელიც ინტეგრირებულია ადმინიცტრაციის საიტთან.

c) მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც უერთდება წინამდებარე ხელშეკრულებას საკუთარი ან მის მიერ წარმოდგენილი იურიდიული პირის ინტერესებიდან გამომდინარე.

d) სერვისი - მომსახურების კომპლექსი, რომელიც მიეწოდება მომხმარებელს პლატფორმის გამოყენებით.

e) შეთანხმება - წინამდებარე შეთანხმება ყველა შემდგომი ცვლილებით და დამატებებით.

1.2. ვინმეს მიერ სერვისის ნებისმიერი სახით გამოყენება, მათ შორის: საიტზე განთავსებული მასალის დათვალიერება; საიტზე რგისტრაცია ან ავტორიზაცია წარმოშობს ხელშეკრულებას წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე.

1.3 სერვისის გამოყენების ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ ადასტურებთ, რომ:

a) სრულად გაეცანით წინამდებარე შეთანხმების პირობებს სერვისის გამოყენების დაწყებამდე.

b) ეთანხმებით შეთანხმების ყველა პირობას და აღიარებთ მათი დაცვის ვალდებულებას ან წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყოვნებლივ წყვეტთ სერვისით სარგებლობას.

c) შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს ადმინისტრაციის მიერ რაიმე სპეციალური შეტყობინების გარეშე. შეთანხმების ახალი რედაქცია ძალაში შედის მისი ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნებისთანავე.

2. სერვისის გამოყენების პირობები

2.1. სერვისის ზოგიერთი ნაწილის ფუნქციონალური შესაძლებლობების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გავლის შემდეგ.

2.2. მომხმარებლის მიერ არჩეული ლოგინი და პაროლი აუცილებელი და საკმარისი პირობაა 2.1. პუნქტში ხსენებული სერვისის შესაძლებლობების გამოყენებისათვის.

2.3 ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს არ მისცეს მომხმარებელს გარკვეული ლოგინების გამოყენების უფლება, ასევე დააწესოს შეზღუდვები ლოგინისა და პაროლის სიმბოლოების რაოდენობაზე და ა.შ.

2.4 მომხმარებელი თვითონაა პასუხისმგებელი თავისი ლოგინისა და პაროლის უსაფრთხოებაზე (ადვილად ამოცნობადობაზე). ასევე დამოუკიდებლად უზრუნველყოფს მათ კონფიდენციალურობას.

2.5. ადმინისტრაცია გარანტიას იძლევა, რომ მესამე პირებს არ გადაცემს მომხმარებლის პირად ინფორმაციას (ელ. ფოსტა, პაროლი, სახელი), რაც შეეხება საბანკო ბარათის პარამეტებს, მასზე ადმინისტრაციას ხელი არ მიუწვდება და ეს ინფორმაცია სისტემაში არ ინახება.

2.6. მომხმარებელს უფლება არა აქვს დააკოპიროს, გაიმეოროს, გაყიდოს ან რაიმე სხვა კომერციული მიზნით გამოიყენოს კონტენტი, რომელიც სერვისის საშუალებითაა ხელმისაწვდომი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის უფლება მომხმარებელმა ადმინისტრაციისგან მიიღო.

2.7. მომხმარებელი იყენებს სერვისს თავისი საკუთარი რისკით, ისეთს „როგორიც არის“. ადმინისტრაცია არ იღებს თავის თავზე არავითარ პასუხისმგებლობას სერვისის მომხმარებლის ინტერესებთან შესაბამისობაზე.

2.8. ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას, რომ სერვისი სრულ შესაბამეისობაში იქნება მომხმარებლის მოთხოვნებთან, ყოველთვის უწყვეტად, სწრაფად და საიმედოდ მიეწოდება მას. აგრეთვე სერვისით მიღებული ინფორმაცია იქნება ყოველთვის უშეცდომო.

2.9. ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ სერვისის გამოყენების შედეგად მიღებულ არანაირ (მატერიალურ თუ მორალურ) ზარალზე.

2.10. ფასიანი სერვისის შეძენის შემთხვევაში მომხმარებლის მოთხოვნა თანხის უკან დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდება.

2.11. წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს ხელშეკრულებას მომხმარებელსა და ადმინისტრაციას შორის სერვისის გამოყენების შესახებ და ჩაანაცვლებს მომხმარებელსა და ადმინისტრაციას შორის ყველა ადრინდელ შეთანხმებას.

twords.me © 2020 - 2024